2017-05-23 09:18:03, 2238 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი დღეს, 2.4217 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.4217 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.4104 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0113 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს, 2.7084 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი ღირებულება 2.6895 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0189 ლარი შეადგინა.
ცნობისთვის, ლარი ყველა ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან