ვაშინგტონში სატრანსპორტო ფორუმი ,,Trans Caspian East-West Trade and Transit Corridor” გაიმართა
ვაშინგტონში, საქართველოს საელჩომ, აზერბაიჯანის, თურქეთის ყაზახეთის, ავღანეთისა და თურქმენეთის საელჩოებთან ერთად, ასევე, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ელიოტის სახელობის საერთაშორისო ურთიერთობათა სკოლის თანამონაწილეობით, მეორე ყოველწლიური სატრანსპორტო ფორუმი - ,,Trans Caspian East-West Trade and Transit Corridor” გამართა. ფორუმის ოფიციალური პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატა იყო.