01:06 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-09 19:11:09, 2085 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი გახარია: ირანთან ეკონომიკური ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი

"ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს დავეხმაროთ მესამე ბაზრებზე წვდომაში. ირანი არ არის საქართველოსთვის მხოლოდ 80 მილიონიანი ბაზარი, მისი საშუალებით შეგვიძლია უფრო ფართო რეგიონზე გავიდეთ“,- ამის შესახებ  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ირანის კოოპერაციის შრომისა და სოციალური კეთილდღეობის მინისტრთან  ალი რაბიისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

როგორც გახარიამ აღნიშნა, საქართველო პირდაპირ სთავაზობს ირანულ კომპანიებს ქვეყანაში ერთობლივი საწარმოების შექმნის პირობებში, ისარგებლონ იმ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებით, რომელიც საქართველოს აქვს და განმარტა, რომ ეს შეიძლება იყოს ევროკავშირი და ყველა მეზობელი ქვეყანა

გიორგი გახარიას  თქმით, მინისტრთან შეხვედრის დროს საუბარი შეეხო სატრანსპორტო კორიდორებსაც, რასაც ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ცენტრის განვითარების თვალსაზრისით. 

ირანის კოოპერაციის შრომის, და სოციალური კეთილდღეობის მინისტრი  ალი რაბიი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც საქართველო-ირანის ეკონომიკური კომისიის მე-6 სხდომა ხვალ ოფიციალურად გაიხსნება.

პარალელურად,  ორი ქვეყნის ბიზნეს წრეების წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართება ბიზნეს ფორუმიც. მხარეები  ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ტრანსპორტის, წყალმომარაგების, განათლებისა და კულტურის დარგში თანამშრომლობის პერსპექტივებზე  იმსჯელებენ. 

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 8 თვის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და ირანს შორის  48%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ირანიდან იზრდება ტურისტული ნაკადებიც. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2017 წლის 9 თვეში, ირანიდან საქართველოში ვიზიტორების რიცხვი 127%-ით არის გაზრდილი. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics