საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად 1 609 183 მგზავრი იქნა გადაყვანილ, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემს (1082 828 მგზავრი) 48.61%-ით (526 355 მგზავრით) აღემატება.