04:07 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-17 16:25:58, 2042 ნახვა

ეკონომიკა
„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის დახმარებით კიდევ ერთი ახალი საწარმო შეიქმნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში მხარდაჭერილი ბენეფიციარების რიცხვს კიდევ ერთი საწარმო, შპს „ნეოსტარი“ შეემატა, რომელიც ბეტონის ფილების წარმოებას გეგმავს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა  11 960 000 ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში კომპანიამ გერმანული, უახლესი ტექნოლოგიის დანადგარები შეიძინა, რაც მას საშუალებას მისცემს, რომ მომხმარებელს ენერგოეფექტური ტექნოლოგიით დამზადებული, მაღალხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია მიაწოდოს.

შპს „ნეოსტარი“, რომელიც 2018 წლის იანვრის თვეში გაიხსნება,  წლიურად 500 ათასი კვ/მ პროდუქციის წარმოებას შეძლებს. საწარმო ამოქმედების პირველ ეტაპზე 30 ადამიანს დაასაქმებს.

აღნიშნული საწარმო თბილისში, ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. კომპანია პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics