ქადაგიძე: მოქალაქეებს, რომლებსაც სამომხმარებლო სესხი დოლარში, შემოსავალი კი ლარში აქვთ, შეღავათები ექნებათ
იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სამომხმარებლო სესხი დოლარში, შემოსავალი კი ლარში აქვთ, ყოველთვიური სესხის მომსახურების ტვირთის გადახდა გაუადვილდებათ, - შესაბამისი გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის თავმჯდომარის გიორგი ქადაგიძისა და საქართველოში მოქმედი კომერიცული ბანკების წარმომადგენლების შეხვედრაზე მიიღეს.