ქადაგიძე: 2009 -2010 წელს ნამდვილად ვხარჯავდით რეზერვებს, მაგრამ ამავე დროს, მთავრობას მოჰქონდა 4.5 მილიარდი
"2009 -2010 წელს ნამდვილად ვხარჯავდით რეზერვებს, უფროსწორად, გაგვქონდა ეს თანხა ინტერვენციაზე, მაგრამ ამავე დროს, მთავრობას მოჰქონდა 4.5 მილიარდი დონორთა კომფერენციის ფარგლებში სხვადასხვა სესხებითა და გრანტებით,-ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.