01:39 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-04 10:50:18, 566 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, საქართველოში ტურისტთა რაოდენობა გაიზარდა

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის  და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის  გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, საქართველოში ტურისტთა რაოდენობა გაიზარდა. 

როგორც მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა,  2012 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის აპრილის ჩათვლით, ქვეყანაში საერთაშორისო  მოგზაურების რაოდენობამ  13 მილიონ 500 ათასი ადამიანი შეადგინა.

„2 წელიწად ნახევარში ჩვენ მივიღეთ იმაზე კარგი შედეგი ვიდრე განვლილი 7 წლის განმავლობაში იყო. ეს ძალიან დიდი  სიგნალია  და ჩვენ დიდ პოზიტივს ვხედავთ. ვფიქრობ ეს უნდა იყოს მთავრობის მხრიდან ხელშეწყობილი“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან,  კვირიკაშვილმა სხდომაზე ევროპაში მის მიერ დაწყებულ კამპანიზე ისაუბრა.

„ცხრა მიზნობრივ ბაზარზე ჩატარდა სპეციალური სარეკლამო კამპანია.  გარდა ამისა 200- ზე მეტი საერთაშორისო  ცნობილი სააგენტოს წარმომადგენელი ჟურნალისტი იქნა ჩამოყვანილი საქართველოში. მათთვის სპეციალური ტურები მოეწყო.  ამასთან, ამ მიზნობრივი ბაზრებიდან 70-ზე მეტი წამყვანი ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი იქნა ჩამოყვანილი და მათთვის მოეწყო სპეციალური ტურები და საინფორმაციო კამპანია, რის შედეგადაც მიუხედავად იმისა, რომ მეზობელ ქვეყნებში ეკონომიკური სიტუაცია მნიშვნელოვნად  არ შეცვლილა.  მივიღეთ რეალური გარდატეხა ვიზიტორთა რაოდენობაში-14,7%-ით. მხოლოდ მაისში  წინა წელთან  იმ ვიზიტორთა რაოდენობა, რომლებიც 24 საათზე მეტს რჩებიან  საქართველოში 5%-ით გაიზარდა“, - განაცხადა გიორგი  კვირიკაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ზაფხულისთვის  ეკონომიკის სამინისტრო  კულტურის სამინისტროსთან ერთად  სპეციალურ პროგრამებს გეგმავს, რომელიც კონცერტებს და სხვადასხვა მომღერლების ჩამოყვანას ითვალისწინებს.

„ვემზადებით ზამთრის სეზონისთვისაც. ზაფხულის მიწურულს დავიწყებთ სპეციალურ კამპანიას  იმისათვის, რომ ზამთრის სეზონი იყოს წარმატებული. ეს ეხება როგორც საინფორმაციო კამპნიას, ასევე ზამთრის კურორტების  სპეციალურ მომზადებას“,-აღნიშნა კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics