14-20 ივნისს კომპიუტერული გრაფიკის საერთაშორისო ფესტივალი „ICG Tbilisi 2015“ გაიმართება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეწყობით, ასოციაცია „CG Georgia“ და კომპანია „Easysoft“-ი 14-20 ივნისს თბილისში, საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიას მე-3 პავილიონში, კომპიუტერული გრაფიკის საერთაშორისო ფესტივალს „ICG Tbilisi 2015“ აწყობს.