|
2015-09-24 13:18:44, 775 ნახვა
ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში გუშინ ყურძნის დღეღამური გადამუშავების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გუშინ დღეღამურად კახეთის რეგიონში ბოლო 25 წლის მანძილზე რეკორდული რაოდენობის - 6 722 ტ ყურძენი გადამუშავდა. მათი ცნობით, 24 სექტემბრის 12:00 საათის მონაცემებით, სულ გადამუშავებულია 50 ათას ტონამდე ყურძენი. მათ შორის, 21 ათას ტონამდე რქაწითელი, 22 ათას ტონამდე საფერავი, 1,6 ათას ტონამდე კახური მწვანე და 6,2 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი. "კახეთის რეგიონში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 30 მლნ ლარს მიაღწია. რთველი შეფერხების გარეშე კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია ღვინის მწარმოებელი 74 კომპანია, მათ შორის, სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 18 ღვინის საწარმო. აქვე, ღვინის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ხარისხიანი ქართული ღვინის წარმოებისთვის, აუცილებელია, რომ გადასამუშავებელი ყურძენი იყოს სიმწიფეში შესული",-ნათქვამია ღვინის ეროვნულ სააგენტოს განცხადებაში. სააგენტო მიმართავს კახეთის რეგიონის მევენახეებს, რომ ყურძნის ჩაბარების დროს პრობლემების შექმნისა და რთველის პროცესის შეფერხების თავიდან ასაცილებლად, დაელოდონ ყურძნის საჭირო კონდიციამდე დამწიფებას და ღვინის კომპანიებს შემდეგ შესთავაზონ ყურძენი ჩასაბარებლად.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)