აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ერთ–ერთი პროგრამის – ,,მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობაში კიბოსა და კიბოსწინა დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკის“ ფარგლებში, დღეს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთის ამბულატორიაში, უფასო სამედიცინო გამოკვლევები მიმდინარეობს.