|
2016-04-27 17:50:16, 554 ნახვა
რეგიონი
ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს რეაბილიტაციის პროცესი იწყება
ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის შენობის A კორპუსის რეაბილიტაციის პროცესი იწყება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად შენობა ტენდერში გამარჯვებულ კონტრაქტორ ფირმას ჩაბარდა. პროცესს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, ბათუმში თურქეთის გენერალური კონსული იასინ თემიზქანი და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) საქართველოს ოფისის კოორდინატორი მუსტაფა ქორქმაზი ესწრებოდნენ. აჭარაში ინფექციური საავადმყოფო 1960 წლიდან ფუნციონირებს, ბოლოს შენობას სრული რემონტი 80-იან წლებში ჩაუტარდა. მას შემდეგ რამდენჯერმე გადაიღება, მაგრამ დაწესებუელბა მაინც არ შეესაბამება თანამედროვე სამედიცინო სტანდარტებს. შენობის ნაწილში სამედიცინო საქმიანობის განხორციელება შეუძლებელია. შენობის A კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით 8 თვეს გაგრძელდება, ამ ხნის განმავლობაში დაწესებულება შეუფერხებლად განახორციელებს სამედიცინო საქმიანობას, ტერიტორიაზე არსებულ სხვა კორპუსებში. დასრულების შემდეგ რებილიტირებულ შენობაში განთავსდება ამბულატორია, ინფექციური განყოფილება და შიდსის ცენტრი. სარეაბილიტაციო სამუშაოებს თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო (TIKA) დააფინანსებს. შენობის რეაბილიტაციისათვის მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯება. აჭარის მთავრობას, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსთან ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის სხვა წარმატებული მაგალითებიც აქვს. ერთ-ერთი ასეთია, მახინჯაურის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის შენობის სრული რეაბილიტაცია-აღჭურვა. ამ დახმარებით, ყოველდღიურად ცენტრში 150-მე შშმ ბავშვი რეაბილიტაციის კურსს ადაპტირებულ გარემოში გადის. სააგენტოს მხარდაჭერით ასევე აშენდა აღიჭურვა სოფელ ცხემლარის თემის სამედიცინო პუნქტი.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)