საქართველოს საგარეო უწყება მარიუპოლის სამოქალაქო დასახლებების დაბომბვასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს 24 იანვარს სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან უკრაინის ქალაქ მარიუპოლის სამოქალაქო დასახლებების დაბომბვასთან დაკავშირებით, რასაც უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლი მოჰყვა.