20:39 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-17 17:27:42, 645 ნახვა

სხვადასხვა
ირაკლი ღაბაშვილი საზოგადოებას არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო ბოდიშს უხდის

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საგანგებო თათბირზე ვეფხვის ადამიანზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა. პრემიერმა  საზოგადოებას არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო ბოდიშს მოუხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს იყო ტრაგიკული შემთხვევა - ვეფხვმა, რომელიც ზოოპარკიდან გაიქცა, ადამიანი დაგლიჯა, რომელიც სამწუხაროდ გარდაიცვალა.

"ეს არის აღმაშფოთებელი, საზარელი ფაქტი. მე შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, დღის ბოლოს, როდესაც საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობდა, საგანგებო შტაბის მიერ მომზადებულ ანგარიშში მე ვთქვი და გავიმეორე ის ინფორმაცია, რომელიც მოწოდებული იქნა საგანგებო შტაბის მიერ. თავის მხრივ, საგანგებო შტაბი დაეფუძნა ზოოპარკის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, იმის თაობაზე, რომ მტაცებელი ცხოველები აღარ იმყოფებოდნენ ქალაქში და რომ საფრთხეს არ წარმოდგენენ მოსახლეობისთვის. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე, რა თქმა უნდა, ვგრძნობ ძალიან შეწუხებულად თავს, მე მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო ამ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია ეყრდნობოდა ზოოპარკის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და წყარო იყო ზოოპარკის ადმინისტრაცია, თვითონ დირექტორი. მან არაერთხელ განუცხადა საგანგებო შტაბს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ეს ცხოველები აღარ იმყოფებოდნენ გარეთ. ამის მიუხედავად მე მინდა მოგმართო შეკითხვებით, თავად განუმარტოთ მოსახლეობას, თუ რატომ მოხდა ეს. მიუხედავდ იმისა, თუ რა ინფორმაციას მოვისმენდით ჩვენ ზოოპარკის დირექტორისგან, მე მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ თუ რამდენი ცხოველი არის გარდაცვლილი, ნაპოვნი და ა.შ. თუ სჭირდება დახმარება ზოოპარკის დირექტორს, მე გავალებთ, რომ დაეხმაროთ და თქვენ თვითონ აღრიცხოთ, დაადგინოთ, თუ რამდენი მტაცებელი ცხოველი არის დარჩენილი ზოოპარკში, რამდენი ითვლება დაკარგულად. სანამ არ დარწმუნდებით, რომ ესა თუ ის ცხოველი არის ან ლიკვიდირებული, ან დამხრჩვალი, ან სხვა, არ გაავრცელოთ ინფორმაცია, მიუხედავად ზოოპარკის დირექტორის მიერ გაკეთებული განცხადებებისა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
მეუფე ნიკოლოზი - გადაწყდა, რომ გაფართოებული კრება სამების ტაძარში ჩატარდება
სინოდის მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics