ღარიბაშვილი: არსებობს მტკიცებულებები, თუ როგორ იყენებდნენ დაკავებას პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის
„იარა არ მოშუშდება, სანამ პასუხი არ მოეკითხებათ მათ, ვინც დანაშაულში მონაწილეობას იღებდა“, –ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „თბილისი მერიოტში“ განაცხადა, სადაც „სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის“ პრეზენტაცია მიმდინარეობს.