03:05 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-28 13:09:54, 336 ნახვა

პოლიტიკა
კახა კახიშვილი ცალკე საგამოძიებო უწყების შექმნას საჭიროდ არ თვლის

სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე კახა კახიშვილი ცალკე საგამოძიებო უწყების შექმნას არ ეთანხმება.

კახიშვილი მიიჩნევს, რომ ცალკე, სხვა და სხვა უწყებების შექმნით, პრობლემები არ აღმოიფხვრება, ვინაიდან, მისივე თქმით, არავინ იცის, თუ როგორი პოლიტიკური ფიგურა შეიძლება დაინიშნოს საგამოძიებო, დამოუკიდებელი დეპარტამენტის უფროსად.

კახიშვილის მოსაზრებით, საჭიროა, არა ცალკე, დამოუკიდებელი საგამოძიებო დეპარტამენტის შექმნა, არამედ ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და პროკურატურაში რეფორმების გატარება, რაც უკვე დაწყებულია.

„ცალკე საგამოძიებო უწყების შექმნას საჭიროდ არ ვთვლი. თუ დღეს პროკურატურის კუთხით რაღაც ტიპის დამოუკიდებლობაა საჭირო იმისათვის, რომ გამოეყოს საერთოდ აღმასრულებელ ხელისუფლებას და გახდეს დამოუკიდებელი, ამ კუთხით უნდა გავატაროთ რეფორმა. დღეს საუბარია იმაზე, რომ თუ პროკურორი ჩაიდენს დანაშაულს ვინ გამოიძიებს და ამიტომ უნდა შევქმნათ ცალკე, კიდევ საგამოძიებო სტრუქტურა, რომელიც გამოიძიებს პროკურორის საქმეს. იბადება კითხვა, თუ იმ ცალკე შექმნილი საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელი იქნება პოლიტიზირებული, ჩაიდენს დანაშაულს, ვინღა გამოიძიებს მის საქმეს. მერე ისევ ვიფიქროთ იმის კიდევ ცალკე საგამოძიებო უწყების შექმნაზე. მსოფლიო სტანდარტები იცნობს ერთ პროცესუალურ მდევნელს, ეს არის პროკურატურა და იქ ნამდვილად არის გასატარებელი რეფორმები. ეს რეფორმები ტარდება. შესაძლებელია ერთი რეფორმის ტალღით ყველა პრობლემა ვერ აღმოიფხვრას, მაგრამ ამიტომაც ვმუშაობთ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics