მარგველაშვილი: საქართველომ, თურქეთმა და აზერბაიჯანმა აჩვენა, თუ როგორაა შესაძლებელი წარმატებული რეგიონალური თანამშრომლობა
საქართველომ, თურქეთმა და აზერბაიჯანმა შეძლო და აჩვენა მსოფლიოს, თუ როგორ არის შესაძლებელი წარმატებული რეგიონალური თანამშრომლობის მოდელის შექმნა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ყარსში, „ტრანსანატოლიის ბუნებრივი გაზსადენის“ საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.