|
2015-06-12 17:47:41, 452 ნახვა
პოლიტიკა
თბილისის მერიას საკრებულოს თანხმობის გარეშე ქონების მართვის უფლება ექნება
ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში თბილისის მერიის ავტონომიურობა იზრდება. ამას "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ტრიპოლსკიმ და დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა წარუდგინეს. ცვლილებების თანახმად, დედაქალაქის მთავრობა თბილისის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროსთან დაკავშირებულ გარკვეულ გადაწყვეტილებებს საკრებულოსთან შეთანხმების გარეშე მიიღებს. კერძოდ, წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, თბილისის საკრებულო აღარ დაამტკიცებს საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმას. ცვლილებების პროექტი თბილისის მთავრობის მიერ ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების უფლებამოსილებას ითვალიწინებს. გარდა პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა, პროექტის თანახმად, თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას, საპრივატიზებო ფასის გადახდის ნაცვლად, შესაძლებელი გახდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის სანაცვლო ქონების გადაცემა (გაცვლა). მარტივდება აუქციონის ფორმით ქონების განკარგვა/სარგებლობაში გადაცემისა და პირდაპირი განკარგვის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცედურებიც. ცვლილებების ინიციატორის, დეპუტატ გია ჟორჟოლიანის თქმით, კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების უმთავრესი ამოცანაა, ინვესტორების მოზიდვა, ახალი ეკონომიკური საქმიანობის დაწყება, რაც თავის მხრივ ქონების განკარგვის წესებსა და თბილისის მერიის მიერ მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელებას უკავშირდება.
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)