"ქვეყნის მიღმა უზარმაზარი ინტელექტუალური პოტენციალი გვაქვს. ჩვენ გვყავს ძალიან წარმატებული ბიზნესმენები, ექიმები, პროფესორები, ფიზიკოსები, მათემატიკოსები, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები. ჩვენი ხელისუფლების კარი მათთვის არის ღია, ეს მათი სამშობლოა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დიასპორის დღისადმი მიძღვნილ პირველ პროფესიულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.