13:26 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-12 14:05:32, 582 ნახვა

პოლიტიკა
"ენგურჰესის" წყალსაცავში წყლის დონის კლებამ შესაძლოა აფხაზეთი ელექტროენერგიის გარეშე დატოვოს

"ენგურჰესის" წყალსაცავში წყლის დონის კლების გამო, აფხაზეთს ელექტროენერგიის გარეშე დარჩენა ემუქრება, - ამის შესახებ ინფორმაციას "სპუტნიკ-აბხაზიი" ავრცელებს.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ჰიდროელექტროსადგურზე 25 იანვრიდან 15 აპრილამდე დროებითი გათიშვის სისტემა ამუშავდა. ამ ზომის მიღება აუცილებელი გახდა, ვინაიდან წყლის დონე რეზერვუარში კრიტიკულ ნიშნულამდე შემცირდა.

როგორც "ენგურჰესის" გენერალურმა დირექტორმა, ლევან მებონიამ განაცხადა, თუ აფხაზეთი ელექტროენერგიის მოხმარებას არ დაზოგავს და მოსახლეობა ელექტრომოხმარების საფასურს არ გადაიხდის, აფხაზეთი 2  წელიწადში შესაძლოა, დენის გარეშე დარჩეს.

ამასთანავე ჰიდროელექტროსადგურის ტექნიკური დირექტორის, გია ხუბუას თქმით, წყალუხვობის გარეშე, წყლის დონე 420 მეტრამდე შემცირდება, რის შემდეგაც, ინსტრუქციის მიხედვით, ტურბინის მუშაობა უნდა შეჩერდეს, რაც ჰესის მუშაობის შეწყვეტას ნიშნავს.

როგორც ხუბუამ განაცხადა, ოპტიმისტური პროგნოზებით, წყალუხვობა მარტის დასაწყისში დაიწყება, თუმცა მისივე თქმით უკიდურესი მეტეოროლოგიური პირობების შემთხვევაში, ეს შესაძლოა აპრილის შუა რიცხევბში მოხდეს.

სპეციალისტის თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება საგრძნობლად გაიზარდა, რის გამოც დროებითი გათიშვის სისტემის ჩართვა შედეგს არ გამოიღებს.

შეგახსენებთ, რომ "ენგურჰესი" ექსპლუატაციაში 1978 წელს შევიდა. ჰიდროაგრეგატები აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზეა განლაგებული, თუმცა კაშხალი და წყალსაცავი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics