06:28 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ღარიბაშვილი: აფხაზ ძმებს და დებს C ჰეპატიტისგან განკურნების პირობებს შევუქმნით

„საქართველოს ხელისუფლება აფხაზ ძმებს და დებს C ჰეპატიტისგან განკურნების პირობებს შეუქმნის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს სოფელ რუხში განაცხადა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მრავალპროფილიანი საავადმყოფო შენდება.

 

ღარიბაშვილი: დადიანების სასახლე ქართული კულტურის შედევრია და მომავალ თაობებს უნდა შემოვუნახოთ

„დადიანების სასახლე ქართული კულტურის შედევრია, ჩვენი ვალია ის  მომავალ თაობებს შემოვუნახოთ“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელოში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დედოფლისეული სასახლის კვლევისა და რესტავრაციის არქიტექტურული პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

ირაკლი ღარიბაშვილი: რიჩარდ ნორლანდმა კარგად იცის ქართული კულტურისა და ისტორიის ფასი
გიორგი მარგველაშვილი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს შეხვდა
არჩილ ხაბაძე: 2016 წლის არჩევნებამდე ჩემს პოზიციაზე დავრჩები

„2016 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე, სანამ მორიგი არჩევნები არ იქნება, ვადასტურებ, რომ  ჩემს პოზიციაზე დავრჩები“,-ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ  მის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.

 

ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის " საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერა" გახსნითი შეხვედრა გაიმართა

ევროპის საბჭოს ორგანიზებით დღეს სასტუმრო "რადისონ-ბლუ ივერიაში" ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს  ერთობლივი პროექტის  ოფიციალური გახსნითი შეხვედრა გაიმართა. პროექტის სახელწოდებაა " საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერა".

 

მანანა კობახიძე: მძიმე დანაშაულში მხილებული პირები ნორმალურ ქვეყნებში პროკურორებად არ ინიშნებიან

"მძიმე დანაშაულში მხილებული  პირები ნორმალურ ქვეყნებში პროკურორებად არ ინიშნებიან",-ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, ზურაბ ადეიშვილი ოდესის მთავარ პროკურორად დაინიშნოს.
 

მანანა კობახიძე: მიხეილ სააკაშვილის მიმართ კანონს არ დავარღვევთ, ეს გარანტირებული იქნება

პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, დიპლომატიური პასპორტის მიღება  პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას არ ნიშნავს. 

ბესელია უკრაინის ხელისუფლებას ურჩევს, ადეიშვილის თანამდებობაზე დანიშვნამდე მისი პიროვნება კარგად შეისწავლოს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლასა და გამოძიების კითხვებზე პასუხის გაცემას ვერ ბედავს.

 

პარლამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფის შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს

პარლამენტმა უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო.

პეტრო პოროშენკო: უკრაინელებს იმედი აქვთ, რომ მიხეილ სააკაშვილი კორუფციის აღმოფხვრას შეძლებს

უკრაინელ ხალხს დიდი იმედი აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილი კორუფციის აღმოფხვრას შეძლებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოდესის ოლქის გუბერნატორთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

 

ზაქარია ქუცნაშვილმა ჯერ არ იცის, მარიხუანას დეკრიმინალიზაციას მხარს დაუჭერს თუ არა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა  ჯერჯერობით არ იცის, დაუჭერს თუ არა მხარს, მარიხუანას დეკრიმინალიზაციას.

 

მიხეილ სააკაშვილი: თუ ოდესა დაეცა, საქართველოც წაიშლება მსოფლიო რუკიდან

„თუ ოდესმე ოდესა დაეცა, საქართველოც წაიშლება მსოფლიო რუკიდან“,-ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა BBC-ს განუცხადა.

 

ირაკლი ღარიბაშვილი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ივიცა დაჩიჩს შეხვდა.

 

ზაქარია ქუცნაშვილი: ტარას შევჩენკოს სამშობლოს შეუძლებელია, უცხო ტომელების მმართველობა მოსწონდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის შეფასებით, უკრაინის ხელისუფლების საკადრო პოლიტიკა ნელ–ნელა აგრესიას იწვევს, მათ შორის უკრაინულ საზოგადოებაში.

 

ზაქარია ქუცნაშვილი: სააკაშვილი ჭკუაზე არ არის, ისე უხარია ოდესაში სეირნობა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, საქართველოს ექს–პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უვიზო მიმოსვლის უფლება აქვს და შეუძლია, ქვეყანაში  უვიზოდ ჩამოვიდეს.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics