04:37 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-18 16:21:48, 376 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ალასანია: საქართველოს პროფესიონალებით დაკომპლექტებული მთავრობა სჭირდება, რისი უნარიც ამ ხელისუფლებას არ გააჩნია

"აბსოლუტურად გაუმართლებლად და არასწორედ მიმაჩნია, ე.წ სპეციალური სამსახურის შექმნა", - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარემ, ირაკლი ალასანიამ განაცხადა.

როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, მისთვის გაუგებარია ქვეყნის მართვის სტილი და ის ვერ ხვდება, რისთვის არის საჭირო დამატებით სპეციალური სტრუქტურის და დამატებითი ბიუროკრატიის შექმნა. "აბსოლუტურად გაუმართლებლად და არასწორად მიმაჩნია, ე.წ სპეციალური სამსახურის შექმნა. ეს პირდაპირი დადასტურებაა იმისი, რომ მოქმედი მთავრობა არის აბსოლუტურად არა ეფექტური", - განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, საქართველოს პროფესიონალებით დაკომპლექტებული მთავრობა და არა დამატებითი ბიუროკრატია სჭრიდება.

"ჩემი აზრით, ეს აბსოლუტურად გაუმართლებელი და არასწორია. ამას ჯობია აღიარონ, რომ არ ჰყავთ სწორი კადრები სწორ ადგილზე და პროფესიონალი კადრები მოიყვანონ, ვიდრე დამატებით სპეციალური სამსახურები შეიქმნას. დამატებითი ბიუროკრატია საქართველოს არ სჭირდება. საქართველოს პროფესიონალებით დაკომპლექტებული მთავრობა სჭირდება, რომლის უნარი და შესაძლებლობა სამწუხაროდ დღევანდელ ხელისუფლებას არ გააჩნია", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ, სამინისტროების გაუქმების საკითხის კომენტირებისას.

როგორც ალასანიამ განაცხადა, მმართველ პარტიაში გუნდურობა არ არსებობს.

"არეულები არიან გუნდის შიგნით, არ არსებობს გუნდურობა. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ეს მეტყველებს ეფექტურობაზე და ჩვენი ქვეყნის მართვაზე", - აღნიშნა "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარემ, ირაკლი ალასანიამ. 

ალასანიამ აგრეთვე, "თავისუფალი დემოკრატების" ხედვაზე ისაუბრა და განმარტა, რომ პარტიას საკუთარი ხედვა გააჩნია, მთავრობის ეფექტურობის ამაღლებასთან დაკავშირებით, რომელსაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს გააცნობს საზოგადოებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics