„ლართან მიმართებაში უნდა შევინარჩუნოთ მაქსიმალური სიმშვიდე, მჭიდრო კოორდინაცია ეროვნულ ბანკთან და მოსახლეობას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია, რათა არ გააკეთონ არასწორი დასკვნები იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელსაც პოლიტიკოსებისა და ე.წ ექსპერტებისგან იღებენ,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.