22:54 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-14 09:40:42, 449 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი პრეზიდენტის ადმინისტრაციას არჩევნების თარიღთან დაკავშირებულ განკარგულებაზე მოტივირებულ შენიშვნებს უგზავნის

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციას არჩევნების თარიღთან დაკავშირებულ განკარგულებაზე მოტივირებულ შენიშვნებს დღეს გაუგზავნის – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

მისივე განცხადებით, ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდად აღებული უნდა იყოს 3 თვე, უმჯობესი იქნება, თუკი პრეზიდენტი არჩევნებთან დაკავშირებულ განკარგულებას 8 ივლისს გამოაქვეყნებს.

„არჩევნების თარიღთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტთან კონსულტაციის შედეგად ჩამოვყალიბდით 8 ოქტომბერზე. 8ოქტომბერი გადაწყდა კონკრეტული მიზეზების გამო, კიდევ ერთხელ აღარ შევეხები უკვე ამ მიზეზებს. იყო გარკვეული იურიდიული ხარვეზი, არ მოხდა ადმინისტრაციის მხრიდან დროული და კორექტული ინფორმაციის მიწოდება, ამიტომ, დღეს ჩვენ ვაგზავნით მოტივირებულ შენიშვნებს, რათა წარმოდგენა პრეზიდენტის მხრიდან არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ მოხდეს ისეთ დროს , რათა გამოქვეყნება დაემთხვას ჩვენი მხრიდან კონტრასიგნაციას. რაც შეეხება თარიღს, ვინაიდან ამან გამოიწვია ფართო განსჯა და სამოქალაქო სექტორის და პარტიების მხრიდანაც გამოითქვა გარკვეული უკმაყოფილება 2 თვის ვადასთან დაკავშირებით.

გვინდა ვთხოვოთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დოკუმენტი წარმოდგენილი იქნას ისეთ დროს, რომ გამოქვეყნებაც დაემთხვას 8 ივლისს, რათა სამი თვე იქნას აღებული წინასაარჩევნო პერიოდის ვადად. 
მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში ყველანაირ გაუგებრობას და სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციებს თავიდან ავიცილებთ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics