პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა ხმაურით მიმდინარეობს. სხდომაზე განიხილავენ საგან "მე და საზოგადოებას", რომელსაც საბოლოოდ განათლების მინისტრის თქმით, "საზოგადოებრივი მეცნიერების საფუძვლები" დაერქმევა. საგნის შესახებ სხდომაზე პრეზენტაციას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური წარადგენს.