კამპანია „ეს შენ გეხება“, პირადი ცხოვრების უფლების დაცვისთვის უფრო მეტი გარანტიების შესაქმნელად, პარლამენტს 3 საკანონმდებლო პროექტს წარუდგენს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 18 წლის შემდეგ ილინოისის უნივერსიტეტს პირველად ეწვია. მან ფინანსების სფეროში ილინიოსის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი 1998 წელს მიიღო.
საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე დღეს საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საპარლამენტო განხილვას დაესწრება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ფედერალური კანცლერის მრჩევლის მოადგილეს, კანცლერის სამსახურის უსაფრთხოების, საგარეო და განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს იოხიმ ბერტელეს შეხვდა.
დღეს გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს მიერ თურქეთის რესპუბლიკისათვის ტერიტორიის გადაცემასთან დაკავშირებით სინამდვილეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პოლსონის ინსტიტუტის წარმომადგენელებთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს რეგიონულ როლსა და "ახალი აბრეშუმის გზის" პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საქართველოს პარლამენტმა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უფლებების დასაცავად საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მეორე მოსმენით განიხილა. საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი მიუსაფარი ბავშვების ძალადობისა და უგულებელყოფისაგან დაცვაა.
ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი უახლოეს თვეებში საქართველოს ეწვევა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More