|
2016-07-12 23:14:58, 692 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: თუ რუსთავი2-ს ძალის გამოყენებით ვინმე შეუქმნის პრობლემას, მე გადავდგები
"თუ რუსთავი2-ს ძალის გამოყენებით ვინმე შეუქმნის პრობლემას, მე გადავდგები" - ამის შესახებ "რესპუბლიკური" პარტიის ლიდერი, დავით უსუფაშვილი, "რუსთავი2-ის" გარშემო მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით გადაცემა "არჩევანში" საუბრობრისას განაცხადა. უსუფაშვილის განცხადებით, რუსთავი2-ითვის პრობლემების შექმნის ინტერესი შეიძლება ჰქონდეს, როგორც ტელევიზიის მომხრე პირს, ასევე მის მოწინააღმდეგეს. „იმდენად გაუგებრად მეჩვენება ეს პროცესი და იმდენად წარმოუდგენელი ამბები ხდება, რომ თანაბრად ვუშვებ შესაძლებლობას, რომ ვიღაცას თქვენი მიკერძოებულობის გამო უნდა პრობლემები შეგიქმნათ, ან პირიქით, ვისაც უნდა სარგებლის მიღება, ისინი ქმნიდნენ პრობლემებს,“ - აცხადებს დავით უსუფაშვილი. რესპუბლიკური პარტიის ლიდერი რუსთავი2-ს მიკერძოებულსა და ერთი პარტიის ინტერესის მატარებელ ტელევიზიად აფასებს. „თქვენ ბრძანდებით ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის პროპაგანდისტულ-იდეოლოგიური სეგმენტის შემადგენელი ნაწილი. ეს ასეა და თქვენ ეს უნდა მიიღოთ და აღიაროთ, თქვენ გაქვთ მაგის უფლება. თქვენ გაქვთ უფლება, პოლიტიკურად მოტივირებული იყოთ. თქვენ გაქვთ უფლება, მიკერძოებული იყოთ. თქვენ გაქვთ უფლება, გადასცეთ ტყუილი. თქვენ გაქვთ ამის უფლება. ეს ასეა და ეს ასე უნდა იყოს. ვინც შეეცდება თქვენი პირის აკერვას, წააგებს,“ - აცხადებს დავით უსუფაშვილი.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)