იტალია საქართველოს მეგობარი ქვეყანაა და ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაოლო ჯენტილონიმ განაცხადა.
საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულება არ იცვლება, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.
საქართველო ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტის დასტურს წლის ბოლომდე მიიღებს, - ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაოლო ჯენტილონიმ დისკუსიაზე "იტალია-საქართველოს პარტნიორობა და ევროპის მომავალი" განაცხადა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა გადაწყვეტილებით, საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძეს უფლებამოსილება შეუწყდა.
„თინა ხიდაშელის მინისტრობის პერიოდთან არანაირი გამოძიება არ დაწყებულა“,-ასე გამოეხმაურა თავდაცის მინისტრი ლევან იზორია გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თავდაცვის სამინისტროში თინა ხიდაშელის მინისტრობის პერიოდის შესწავლა დაიწყო.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება. პაოლო ჯენტილონი ცოტა ხნის წინ, ქართველ კოლეგას შეხვდა.
„ჩვენ საკმაოდ ბევრი რამ გვაქვს შესაცვლელი სამხედრო მმართველობით სისტემაში და ჩვენი თავდაცვის სისტემა მოსაყვანი გვყავს დასავლურ სტანდარტებთან შესაბამისობაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის მინისტრის საქმიანობის 100 დღის ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღადგენს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სასტუმრო BILTMORE-ში განაცხადა, სადაც ჟურნალისტებს 100-დღიანი საქმიანობის ანგარიშს აცნობს.
თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საზოგადოებას 100 დღის ანგარიშს წარუდგენს.
იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი პაოლო ჯენტილონი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More