|
2017-02-10 13:41:15, 1365 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში დაიწყო
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო. სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო აზერბაიჯანს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს ღია მმართველობის კუთხით გატარებული რეფორმების შესახებ. საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრები იმსჯელებენ იმ სამომავლო ღონისძიებების შესახებ, რომელთაც ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროები მოცემულ სფეროში განახორციელებენ. აზერბაიჯანის რესპუბლიკას „ღია მმართველობის პარტნიორობის" წევრობა 2016 წლის მაისიდან შეჩერებული აქვს. საქართველოსთვის, როგორც „OGP"-ის თანათავმჯდომარე ქვეყნისთვის, რომელიც მიმდინარე წელს ამ პარტნიორობის თავმჯდომარეობას საფრანგეთისგან გადაიბარებს, მეტად მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანმა − საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორმა და მეზობელმა ქვეყანამ − „ღია მმართველობის პარტნიორობის" სრულფასოვანი წევრობა დაიბრუნოს. აზერბაიჯანისათვის წევრობის შეჩერების გადაწყვეტილება შარშან კეიპტაუნში იქნა მიღებული და საქართველომ, როგორც მმართველი კომიტეტის წევრმა, ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა. ვიზიტის ფარგლებში თეა წულუკიანი აზერბაიჯანის იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება. დაგეგმილია ვიზიტები აზერბაიჯანის მეჯლისში (პარლამენტში), აგრეთვე, შეხვედრა ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების დიალოგის ღია მმართველობის პლატფორმის წევრებთან. თეა წულუკიანი, ასევე, პატივს მიაგებს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის − ილჰამ ალიევის, ხსოვნას. „ღია მმართველობის პარტნიორობა" აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მთავრობებისა და სახელისუფლებო შტოების მეტ გამჭვირვალობას გულისხმობს. 2016 წელს საქართველო პარტნიორობის თანათავმჯდომარე ქვეყნად აირჩიეს, მიმდინარე წელს კი საფრანგეთისგან თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსს გადაიბარებს. ღია მმართველობაში წარმატებული პოზიციების გამო 2013 წლის აგვისტოში საქართველო მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს − აღმასრულებელ კომიტეტში ჩვენს ქვეყანას იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს; 2013 წლის 1 ნოემბერს „ღია მმართველობის პარტნიორობის" ყოველწლიურ სამიტზე ლონდონში ქართული რეფორმა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სფეროში 7 ყველაზე წარმატებულ პროექტს შორის დაასახელეს; 2015 წლის ივნისში კი ქვეყანა „ღია მმართველობის პარტნიორობის" ევროპის რეგიონული კონფერენციის მასპინძელი ქვეყანა გახდა.
(NS)
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
პაპუაშვილი ეპისკოპოსებზე: ვუსმენ კომენტარებს პოლიტიკის სფეროში ჩვეული სიძულვილის ენით
ევროკავშირის ელჩი: ევროპა ყოველთვის იყო საქართველოს ისტორიის ნაწილი
Amex ბარათით გადახდა უკვე „თეგეტა მოტორსშიც“ არის შესაძლებელი - დააგროვეთ 10ჯერ მეტი MR ქულა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)