15:13 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი მიმდინარეობს
გომელაური: ოპერატიულ-ტექნიკური სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ალეკო ტაბატაძის კანდიდატურა არ მოიაზრება
აბესაძე: პრეზიდენტთან საკონსტიტუციო კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით კონსულტაციები არ მქონია

„ევროპული საქართველოს“ წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, მას საქართველოს პრეზიდენტთან საკონსტიტუციო კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით არანაირი კონსულტაციები არ ჰქონია.

ევროკავშირი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დაგეგმილ დე-ფაქტო არჩევნების და ე.წ. რეფერენდუმის შედეგებს არ აღიარებს

ევროკავშირი 9 აპრილს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დაგეგმილ დე-ფაქტო არჩევნებსა და ე,წ რეფერენდუმს რეგიონის სახელის შეცვლასთან დაკავშირებით არ აღიარებს, - ამის შესახებ LIBE-ეს კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დე-ფაქტო არჩევნების და ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას გმობს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 9 აპრილს სამხრეთ ოსეთში დაგეგმილ დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებთან და ე.წ რეფერენდუმთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ვოლსკი: ვფიქრობ, პრეზიდენტი ბევრად უფრო სერიოზულად უნდა მომზადებულიყო
პრეზიდენტი უმრავლესობას: რატომ მახსენებთ 2012 წელს ან რატომ ედრებით ?

„მე ვცდილობ პარლამენტში ხალხის აზრი წარმოვადგინო, არ ვარ არცერთი პარტიის პრეზიდენტი“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტი: მიხარია, რომ დებატები შედგა, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი თავის მიმართ ბევრი კრიტიკა მოვისმინე
კობახიძე: როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელეებს გაურბით სიტყვა, ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტს გაურბის სიტყვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს კორექტული საუბრისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათ ხშირად ძალიან ცუდი ფორმით „სიტყვა გაურბით“.

კობახიძის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია NGO-ებთან და პარტიებთან კონსულტაციებს მართავს, რომ მათ კომისია დატოვონ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცალკეულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პარტიებთან კონსულტაციებს მართავს, რათა მათ საკონსტიტუციო კომისიის რიგები დატოვონ.

ირაკლი კობახიძე: მძიმე მოსაზრება დაიხატა პრეზიდენტის მოხსენებაში, რაც რეალობას აცდენილია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლა შეაფასა და გაიზიარა კოლეგების მოსაზრება, რომ მოხსენებას ობიექტურობა აკლდა.

ინაშვილი: პრეზიდენტს თუ საჯარო დისკუსიის უფლებას წავართმევთ, მაშინ კოლექტიურ „სააკაშვილებად“ გადავიქცევით

„თუ პრეზიდენტს წავართმევთ საჯარო დისკუსიის უფლებას, თუ არავის აზრს არ გავითვალისწინებთ, მაშინ  გადავიქცევით კოლექტიურ სააკაშვილებად, რაც დარწმუნებული ვარ, არც თქვენ არ გინდათ“, - ასე მიმართა ფრაქცია „პატრიოტების“ თავმჯდომარემ ირმა ინაშვილმა  საპარლამენტო უმრავლესობას პლენარულ სხდომაზე.

დავით ბაქრაძე: მარგველაშვილთან არანაირ პოლიტიკურ ალიანსს არ განვიხილავთ

ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის ევროპული საქართველოს“ წევრის დავით ბაქრაძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილთან არანაირი პოლიტიკური ალიანსის შექმნას არ განიხილავენ:

ბესელია პრეზიდენტს: როცა უმრავლესობას აღიქვამთ უკვე სერიოზულ პრობლემად, აქ დიალოგის სივრცეს ნაკლებად ტოვებთ

„მოგმართავთ ბატონო პრეზიდენტო, არა ჩაკეტილი, არამედ გახსნილი, არა დიალოგზე უარის მთქმელი, არამედ დიალოგისა და მეტი დემოკრატიის, მეტი წინსვლის, მეტი პროგრესის, მეტი რეფორმებისთვის მზაობის მქონე კოლეგების და კომიტეტის სახელითაც“,-ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელია დებატების ფორმატში საქართველოს პრეზიდენტს.

ბობოხიძე უმრავლესობას: ქვეყანა ერთი კაცის საკუთრებად იქცა და ამაზე პასუხისმგებლობა უნდა იკისროთ

,,ამ რამდენიმე ხნის წინ, გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ ქართველ ხალხს პრეზიდენტ მარგველაშვილის არჩევის გამო ბოდიში უნდა მოუხადონ. მინდა დავამშვიდო ბატონი გედი - ეს არის ერთადერთი რამ, როცა შეცდომა თქვენდაუნებურად მოგივიდათ და რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი არ არის“, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.

ზაზა გაბუნია: პრეზიდენტი იქნება სახელმწიფოს მეთაური, მთავარსარდალი, ის დანიშნავს გენშტაბის უფროსსაც და ელჩებსაც

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელის, საკონსტიტუციო კომისიის წევრის ზაზა გაბუნიას განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს  პრეზიდენტის სტატუსისა და მისი უფლებამოსილებების შეცვლა მოხდება. კერძოდ, გაბუნიას განმარტებით, პრეზიდენტი იქნება სახელმწიფოს მეთაური,  მთავარსარდალი და ის  დანიშნავს გენშტაბის უფროსსაც და ელჩებსაც.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics