16:53 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-26 13:57:10, 2489 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: სეკულარიზმთან დაკავშირებით პრემიერმა ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა, გამგები გაიგებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „სეკულარიზმთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა და გამგები მას გაიგებს“.

კობახიძის თქმით, საქართველო სეკულარული სახელწმიფოა და სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა სათანადოდ მოწესრიგებულია.

„რაც შეეხება საქართველოს, საქართველო სეკულარული სახელმწიფოა. ეს დადგენილია კონსტიტუციით, კონკორდატით და რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, მან გააკეთა ძალიან მკაფიო და გასაგები განცხადება. გამგები გაიგებს, ვისაც არ უნდა გაგება, ის ვერ გაიგებს ამ ყველაფერს“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, სოფელ სნოში, საპატრიარქოს მიერ ახლადაშენებული სასტუმროს გახსნაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტიც ესწრებოდნენ, მან განაცხადა, რომ „საქართველოში სეკულარობა თავისი კლასიკური გაგებით უადგილოა“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics