19:05 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
საქართველოს და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ვიზიტად მყოფი თურქმენეთის დელეგაციის ხელმძღვანელი - თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვეპა ხაჯიევი მიიღო.
 

პრეზიდენტი: ქვეყანაში 3 მთავარი პოლიტიკური ფიგურა, საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, მანდატს ვეღარ მიიღებს

„საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, არც პრეზიდენტი, არც პრემიერი და არც პარლამენტის თავმჯდომარე პირდაპირი არჩევის მანდატის მატარებელი აღარ იქნებიან", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ბათუმის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც ,,კონსტიტუცია ყველასია" კამპანიის ფარგლებში გაიმართა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურაძე ელჩების მეუღლეებს ბათუმში უმასპინძლებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის მეუღლე სოფიო ბაკურიძე 21-22 აპრილს საქართველოში აკრედიტებული ელჩების მეუღლეებს ბათუმში უმასპინძლებს. 

საქართველოს ხვალ ოფიციალური ვიზიტით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

21-22 აპრილს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი.

პრემიერს შეეძლება, პარლამენტის წინაშე თავად დასვას მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი

პრემიერ-მინისტრს შეეძლება, პარლამენტის წინაშე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი თავად დასვას პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილი იქნება, პარლამენტის წინაშე მთავრობის ნდობის საკითხი თავად დასვას. ამის შესახებ საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების სხდომების საფუძველზე მომზადებულ კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის რედაქციაშია აღნიშნული (მუხლი 58). 

რაქვიაშვილი: უშიშროების საბჭოს გაუქმება სახელმწიფო უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის

„უშიშროების საბჭოს გაუქმება სახელმწიფო უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის“,-ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

ჯანელიძე: საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც ქვეყანას ნატო-ს წევრობისთვის ამზადებს

„საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც ქვეყანას ამზადებს ნატო-ს წევრობისთვის, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა. 

ბაქრაძე: ხელისუფლების დათმობების პოლიტიკამ შედეგი მოიტანა, რომ რუსეთი აღარ არის საერთაშორისო კრიტიკის ქვეშ
პრეზიდენტი: ორპალატიანი პარლამენტი პარლამენტს ბევრად უფრო ქმედით სისტემად აქცევდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია კომისიამ პარლმენტის გაძლიერების ნაწილში, რატომ არ განიხილა ორპალატიანი პარლამენტის საკითხი.

ეკა ბესელია პრეზიდენტის განცხადებაზე: ასეთი შეფასებები საშიში და სახიფათოა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებები შაშიში და სახიფათოა. 

ჩუგოშვილი: პრეზიდენტის განცხადება ობიექტური შემფასებლის მოსაზრებებში არ ჯდება

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადება ობიექტური შემფასებლის მოსაზრებებში არ ჯდება.

„ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ საკონსტიტუციო კომისია დატოვეს

„ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“  სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია დატოვეს.

პრეზიდენტი: კომისია ვალდებულებია განმარტოს, პირველ ადგილზე გასული პარტია გაუნაწილებელ მანდატებს სრულად რატომ იღებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციის ახალ ვერსიაში ჩანაწერს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. 

აბესაძე: „ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ მათი ერთპარტიული მმართველობა კონსტიტუციით გარანტირებული იყოს

„ქართულმა ოცნებამ ყველაფერი გააკეთა, რომ კონსტიტუციით გარანტირებული იყოს მათი ვიწრო, ერთპარტიული მმართველობა და ოპოზიციური პარტიებისთვის ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდეს ხელისუფლების შეცვლა’’, - ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

პრემიერი: ლავროვი შეგნებულად სტუმრობს ოკუპირებულ ტერიტორიებს და იქ მილიტარიზაციის პროცესი მიმდინარეობს

„ჩემი ქვეყნის 20% ოკუპირებულია. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი შეგნებულად სტუმრობს ოკუპირებულ ტერიტორიებს და იქ მილიტარიზაციის პროცესი მიმდინარეობს“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერი: ქართველმა ხალხმა ევროკავშირთან და ნატოსთან მიერთება მიზნად დაისახა და ეს გარდაუვალი შედეგია

„ქართველმა ხალხმა ევროკავშირთან და ნატოსთან მიერთება მიზნად დაისახა, ეს არა უბრალო პრიორიტეტი, არამედ გარდაუვალი შედეგია“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics