05:57 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
პრეზიდენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს” და „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ კანონში და საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ვეტო დაადო.

 

ადა მარშანიამ ემზარ კვიციანს კომენტარის გაკეთების უფლება არ მისცა

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ადა მარშანიამ თანაპარტიელ ემზარ კვიციანს ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთების უფლება არ მისცა.

 

პრეზიდენტმა იაპონიის ელჩი ტოშიო კაიტანი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი მიიღო, რომელმაც საქართველოში მისია დაასრულა.

 

საკონსტიტუციო ცვლილებებზე ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრა სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში გაიმართება

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრა სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში შედგება.

 

პეტრო პოროშენკომ საქართველოში სახელმწიფო ვიზიტი დაასრულა

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და უკრაინის სახელმწიფო დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გააცილეს.

 

ზურაბ პატარაძე პეტრო პოროშენკოს შეხვდა

საქართველო-უკრაინის საინვესტიციო ბიზნესფორუმის შემდეგ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მთავრობის ადმინისტრაციაში მიიღო.

 

ზურაბ პატარაძე პეტრო პოროშენკოს ბათუმის აეროპორტში დახვდა

ბათუმს სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ოჯახთან და უკრაინის დელეგაციის წევრებთან ერთად ეწვია.

 

გიორგი აბაშიშვილი: პარლამენტის თავმჯდომარე ელჩებს პრეზიდენტის იმიჯის წინააღმდეგ მუშაობისკენ მოუწოდებდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე ელჩებს პრეზიდენტის იმიჯის წინააღმდეგ მუშაობისაკენ მოუწოდებს.

 

კახა კალაძე: მეამაყება, რომ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი მსოფლიო ხუთეულში შედის

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე პროექტ „ენგურჰესი - მსოფლიო დონის ატრაქციის“ მნიშვნელობას აფასებს.

 

თავდაცვის მინისტრი „ამბასადორიალი 2017“-ზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაზე სიტყვით გამოვიდა.

 

თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ირაკლი კობახიძემ ელჩებს „პარტიული დავალებები“ მისცა

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საკონსტიტუციო პროცესთან დაკავშირებით ელჩებისადმი გაკეთებულ მიმართვას ეხმაურება.

 

„პატრიოტთა ალიანსის“ მოწვევით, საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატები ჩამოვლენ

„პატრიოტთა ალიანსის“ მოწვევით, საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატების დელეგაცია ჩამოვა.

 

დავითაშვილი: გვინდა მყარი საკონსტიტუციო საფუძველი იმისთვის, რომ ქართული მიწა საიმედო ხელში იყოს

„გვინდა, მყარი საკონსტიტუციო საფუძველი იმისთვის, რომ ქართული მიწა იყოს საიმედო ხელში. ამიტომ, მოხდება საკონსტიტუციო ჩანაწერით ასეთი გადაწყვეტილებების  გამყარება“, - ასე უპასუხა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მიწის გასხვისების საკითხთან დაკავშრებით დასმულ კითხვას.

 

კობახიძე: ვერავინ დაასახელებს ნორმას საკონსტიტუციო ცვლილებებში, რომლითაც მმართველი პარტია უპირატესობას იქმნის

„საკონსტიტუციო ცვლილებები არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელიც ამჟამად საქართველოს პარლამენტის ინიციატივით ხორციელდება და მისი მთავარი მიზანია, საქართველოში დემოკრატიული განვითარების პროცესის გაგრძელების უზრუნველყოფა და შესაბამისი კონსტიტუციური გარანტიების შექმნა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაზე - „ამბასადორიალი 2017 - შედეგზე ორიენტირებული დიპლომატია ტურბულენტურ გარემოში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

პეტრო პოროშენკო: ეს არ არის ოკუპაციის ხაზი, ეს არის უფსკრული წარსულსა და მომავალს შორის

„ეს არ არის ოკუპაციის ხაზი, ეს არ არის გამყოფი ხაზი, ეს არის უფსკრული წარსულსა და მომავალს შორის“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხურვალეთში განაცხადა, სადაც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად გაეცნო.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics