08:09 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-24 11:06:39, 1170 ნახვა

კომენტარი
მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი: ჩემო მარნეულელებო, მოგიწოდებთ დარჩეთ სახლში და ერთად შევაჩეროთ ვირუსის გავრცელება

„ჩემო მარნეულელებო, მოგიწოდებთ დარჩეთ სახლში  და  ერთად შევაჩეროთ ვირუსის გავრცელება“, - ამის შესახებ მარნეულის მაჯორიტარმა დეპუტატმა თამაზ ნავერიანმა დაწერა სოციალურ ქსელში.

ის მარნეულის მოსახლეობას მოუწოდებს, რომ „პანიკა, რა თქმა უნდა, არ არის საჭირო, და არც ამის მიზეზები არსებობს, მაგრამ საჭიროა მეტი სიფრთხილე. სიფრთხილე კი ნიშნავს  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციის დაცვას - დავრჩეთ სახლში“.

„ჩემო ძვირფასო  თანამოქალაქენო, დღეს მარნეული ისევე, როგორც დანარჩენი საქართველოს რეგიონები,  დიდი გამოწვევის წინაშეა. უხილავ მტერთან,  კორონა  ვირუსთან ( COVID-19) ბრძოლა, ცხადია,  დიდ რესურსებს მოითხოვს. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მთავრობამ მარნეულსა და ბოლნისში, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ვირუსის გავრცელების მაქსიმალურად შესაკავებლად, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები დააწესა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებისთვის მთავარი ამოცანაა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და სწორედ ამ მიზნით,  ზემოაღნიშნული  ღონისძიებების გატარებით უნდა შევაჩეროთ ამ ეტაპზე   ვირუსის მასობრივი გავრცელება",  -აღნიშნულ მიმართვას მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი, თამაზ ნავერიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

მისი თქმით, ვირუსის გავრცელების ყველა ეტაპზე სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა და ახლაც აკეთებს  იმისათვის,  რომ საზოგადოება და თითოეული მოქალაქე მაქსიმალურად იყოს დაცული.

„პანიკა, რა თქმა უნდა, არ არის საჭირო, და არც ამის მიზეზები არსებობს, მაგრამ საჭიროა მეტი სიფრთხილე. სიფრთხილე კი ნიშნავს  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციის დაცვას - დავრჩეთ სახლში! მე, როგორც ამ მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი,  ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 24 საათიან რეჟმში ვიმუშავებ იმისთვის, რომ საგანგებო რეჟიმის პირობებში, არსებულ გამოწვევებს  ვუპასუხოთ ეფექტიანად და თავიდან ავიცილოთ ვირუსის მასშტაბური გავრცელება. ახლა  კიდევ უფრო მნიშვნელოვანია  ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობების ზედმიწევნით შესრულება", - წერს თამაზ ნავერიანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics