19:12 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-25 17:32:32, 309 ნახვა

სამართალი
ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მისი შვილის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა - პენიტენციური ფაქტს უარყოფს - ვიდეო

გიორგი და დავით ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი, შვილის სიცოცხლის საფრთხეზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, გლდანის ციხეში გიორგი ფეიქრიშვილის საკანში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი შევიდა.

როგორც ქალი განმარტავს, ინფორმაცია იმავე წყაროსგან მიიღო, რომელმაც ოჯახს მანამდე დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებული შემთხვევის შესახებ აცნობა. მისივე თქმით, შეტყობინების მიღების შემდეგ ოჯახის წევრები გლდანის ციხისკენ გაემართნენ.

„გიორგი ფეიქრიშვილი ვიდეოსამეთვალყურეო საკანში მარტო იმყოფება, 24 - საათიანი ვიდეო მეთვალყურეობის ქვეშ არის. საკანში არის ეს კამერა. მასთან არ შესულა ვატო ყიფიანი. ის საკანში მარტო არის. თუ ოჯახს სურვილი ექნება ადვოკატს შეუძლია შევიდეს ციხეში და მოინახულოს“ - განაცხადეს პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურში ინტერპრესნიუსთან საუბრისას. 









ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მისი შვილის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა - პენიტენციური ფაქტს უარყოფს - ვიდეო
ფიგურული ციგურაობაში მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრანპრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics