21:34 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-25 20:19:07, 280 ნახვა

სამართალი
ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი - ვინც მიცნობთ, ჩემს ბავშვებს აწყენინებს, იცოდეთ, იმ ქვეყნიდან მოვბრუნდები და დედებს მოგ**ნავთ ყველას

"ამ ქვეყანაზე ვინც მიცნობთ, ჩემს ბავშვებს აწყენინებს, იცოდეთ, იმ ქვეყნიდან მოვბრუნდები და დედებს მოგ**ნავთ ყველას..." | დაწერა ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა ზაზა კარბაიამ Facebook-ზე, სავარაუდოდ, მკვლელობის შემდეგ

 დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფოთში კაცმა ცოლი მოკლა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მან ოთხში ჯერ ბუნებრივი აირი გაუშვა, შემდეგ კი 47 წლის ცოლი, სავარაუდოდ, ბალიშით გაგუდა. ასევე, გავრცელებული ცნობით, კაცმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ 112-ში თავადვე დარეკა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ქალი გარდაცვლილი დახვდა. გავრცელებული ინფორმაციით, შელაპარაკება ეჭვიანობის ნიადაგზე დაიწყო. არსებული ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის დროს ცოლ-ქმარი სახლში მარტო იმყოფებოდა. მათ ოთხი შვილი ჰყავთ.

 დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
FT-ის გამოკითხვა: ამერიკელების თითქმის 70% შეშფოთებულია ტრამპის ადმინისტრაციაში კორუფციით
ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი - ვინც მიცნობთ, ჩემს ბავშვებს აწყენინებს, იცოდეთ, იმ ქვეყნიდან მოვბრუნდები და დედებს მოგ**ნავთ ყველას
სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics