|
2020-03-23 18:27:39, 1437 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე მარნეულსა და ბოლნისში არსებულ მდგომარეობაზე: სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რათა მოხდეს ვირუსის გავრცელების შეკავება
„ამ მომენტისთვის სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რათა მოხდეს ვირუსის გავრცელების შეკავება, მომავალშიც არ უნდა გამოვრიცხოთ უფრო მკაცრი ზომების მიღება",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ „იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა. არჩილ თალაკვაძის შეფასებით, პრემიერმინისტრი ეფექტურად უძღვება საკოორდინაციო საბჭოს მუშაობას და სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ძალისხმევას, და შესაბამისად, საქართველო ერთ-ერთი საუკეთესოა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში. პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა გუშინ, მარნეულსა და ბოლნისში კარანტინის გამოცხადებას და აღნიშნა, რომ ეს იყო დაუყოვნებლივი რეაგირება იქ გაჩენილ საფრთხეებზე. არჩილ თალაკვაძე არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მიღებული ზომები კიდევ უფრო გამკაცრდეს. „გუშინ შუაღამეს დასრულდა სამუშაო შეხვედრები, კონსულტაციები და ეს გადაწყვეტილებები სწრაფად იყო მიღებული. მომავალში, იმ ბალანსში, რასაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესები და ჯანმრთელობის დაცვის საჭიროებები წარმოაჩენს, რასაც ეპიდემიოლოგიური მონაცემები წარმოაჩენს, არის სრული მზადყოფნა ჩვენი მხრიდან, რომ მივიღოთ დამატებითი ზომები, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ეს ზომები არის ეფექტური ზუსტად მაშინ, როდესაც ის საჭიროა და ჩვენი მიდგომაც ასეთია: მხოლოდ დასაბუთებული აბსოლუტური საჭიროების შემთხვევაში ხდება ამ ზომების მიღება. ასე რომ, მომავალში ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ საყოველთაო კარანტინის ან საყოველთაო თვითიზოლაციის ზომებიც იყოს მიღებული პრემიერ-მინისტრის და ხელისუფლების მხრიდან, თუ ასეთი საჭიროება იქნება", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის უზრუნველყოფილია სახელმწიფოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ყველა ფუნქცია, მათ შორის, საკვების ძირითადი მარაგები და ყველაფერი, რაც სახელმწიფოს საბაზისო დონეზე ჭირდება, შეუფერხებლად ფუნქციონირებს. „ჩვენ დავინახეთ, რომ ხელისუფლება, პრაქტიკულად, მისი ყველა რგოლი, ვისაც ევალება და ვისაც აქვს კომპეტენცია ამ სიტუაციაში, მუშაობს ეფექტურად და კოორდინირებულად. ნახეთ უკვე, რომ შეიარაღებული ძალები და თავდაცვის სისტემა ჩაერთო ამ ძალისხმევაში. მნიშვნელოვანია და ამ კრიტიკულ სიტუაციაში გამოჩნდა ყველაზე კარგად, თუ რა შეუძლია ჩვენს ქვეყანას, თუ როგორი ხელისუფლება ყავს ჩვენს ქვეყანას და თუ როგორ მუშაობს თითოეული რგოლი", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)