|
2020-03-18 16:00:09, 1093 ნახვა
საზოგადოება
„დიასპორების ალიანსი საქართველოში" - 23 მარტამდე უცხოეთში მყოფმა საქაერთველოს მოქალაქეება უნდა მოასწრონ სამშობლოში დაბრუნება
ავსტრიაში და გერმანიაში არიან ქართველები, სტუდენტებიც რომლებსაც ფრენა გაუუქმდათ და აღარ აქვთ ფინანსური რესურსი იმის, რომ შეიძინონ ახალი ბილეთები დ აუკვე პირდაპირი რეისით დაბრუნდნენ საქართველოში იმ ფრენებით, რომლებიც ჯერ კიდევ არის - ამის შესახებ ინფორმაციას თიკა სვანიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
ჩვენი ფონდის, "დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის" დამფუძნებელმა თიკა სვანიძემ შეძლო და 5 სტუდენტს , ერთ მცირე წლოვან ბავშს, დაუფინანსა საქართველოში დაბრუნების ხარჯებიც ავსტრალიიდან,მაგრამ იქ კიდევ რჩება რამდენიმე ადამიანი, რომელსაც ასევე ძალიან სჭირდება დახმარება, ავსტრიისგარდა არის გერმანიაც.
„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ჩვენი ფონდის დამფუძნებელმა ქალბატონმა Tika Svanidze Vancko-მ მიიღო გადაწყვეტილება და უკვე დააფინანსა საქართველოს 5 მოქალაქის ავსტრიიდან საქართველოში დაბრუნების ხარჯები, რომელთა შორის არიან სტუდენტები და ერთ-ერთი მცირეწლოვანი ბავშვია დიასპორების ჩართულობა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს ქვეყნას ვჭირდებით. უცხოეთში მყოფი ქართველი მოქალაქეები, რომლებსაც სურთ საქართველოში დაბრუნება ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან, მათ არ აქვთ ფინანსური რესურსი იმისთვის, რომ თავად შეძლონ ბილეთების შეძენა ამასთან ერთად ზოგიერთ მათგანს უმთავრდება ვიზა, იკეტება ის სასტუმროები რომლებშიც ცხოვრობდნენ და 23 მარტამდე მათ უნდა მოასწრონ სამშობლოში დაბრუნება! “, - ნათქვამია განცხადებაში. „დიასპორის ალიანსი საქართველოსთვის”უცხოეთში ამ დროისთვის შექმნილ ვითარებას, საქარტველოს მოქალაქეთა რაოდენობას და ადგილმდებარეობას კიდევ უფრო დაწვრილებით აღწერს.
“ ავსტრია 1.ავსტრიაში კვლავ რჩება 10 ადამიანი, რომლებსაც ასევე არ აქვთ ფინანსური რესურსი ბილეთების შესაძენად. 2.განსაკუთრებული მადლობა ჩვენს პარტნიორს „EUGBC“ ბიზნეს საბჭოს რომელმაც აღმოგვიჩინა ინფორმაციული მხარდაჭერა რის შედეგადაც ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა მოგვეხდინა მყისიერი რეაგირება ავსტრიაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით.
გერმანია 1.ამ ეტაპზე გერმანიიდან ქართველი სტუდენტების საქართველოში დაბრუნების საკითხზეც ვმუშაობთ, რომლებიც სამ თვიან სტუდენტურ სამუშაოზე იყვნენ წასულები და 16 მარტს ფრენა გაუუქმდათ. 2.ჩვენ მზად ვართ სტუდენტების ფინანსური დახმარებისთვის, ველოდებით დეტალების დაზუსტებას. 3.ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით გერმანიაში დაახლოებით 10 ადამინაია რომლებსაც კიდევ სჭირდებათ დახმარება. გერმანიაში და ავსტრიაში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულ საკითხებს, ეტაპობრივად, ინფორმაციის განახლებასთან ერთად შეგატყობინებთ. ვიმედოვნებთ, რომ თითოეული თქვენთაგანი გამოიჩენს გულისხმიერებას. ნებისმიერ თქვენი ნაბიჯი, თუნდაც ინფორმაციის გაზიარება ან მცირედი შენატანი ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. გაავრცელეთ ინფორმაცია, მაქსიმალურად სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ და იქნებ შევძლოთ დავეხმაროთ უცხოეთში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს დაბრუნდნენ საქართველოში! “ - ნათქვამია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში. დახმარების მსურველებსცგთხოვთ, შემდგომ საბანკო ანგარიშებზე სურვილის შესაბამისად ჩარიცხეთ თანხა რათა შევძლოთ მათთვის ბილეთების შეძენა: თიბისი ბანკი: ლარის ანგარიში- GE37TB7023236080100014 USD ანგარიში- GE44TB7023236180100001 EUR ანგარიში- GE17TB7023236180100002
11-17 ნოემბერს საქართველოს ბანკი და LEAF-ი საერთაშორისო განათლების რეგიონულ ტურს 4 ქალაქში გამართავს
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
გვარამიასა და მოსამართლე ნადარაიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო
საკონსტიტუციომ მტკიცებულებების გამოკვლევაზე ოპოზიციის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)