|
2020-03-16 22:22:14, 2068 ნახვა
სამართალი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი და წარდგენილი მტკიცებულებები და გაუპატიურების ფაქტზე ს.გ. დამნაშავედ ცნო. ბრალდების მხარის მიერ გამოძიების ეტაპზე მოპოვებული და სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 9 სექტემბერს დაახლოებით ქ. თბილისში, სოფელ აქთალადან ნავთლუღის დასახლებისაკენ მიმავალ გზაზე, ე.წ. „ველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ს.გ.-მ ძალის გამოყენებით ა.ი. გააუპატიურა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ს.გ. 2016 წლის 12 სექტემბერს გარდაბნის რაიონში, მისსავე საცხოვრებელ სახლში დააკავეს. 2018 წლის 29 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ, ვინაიდან არასაკმარისად მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, ს.გ. უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა. აღნიშნული ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის განაჩენით. ბრალდების მხარემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი 2019 წლის 27 აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც საქმის ზეპირი განხილვა ჩაინიშნა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარში დაფიქსირებული გარემოებები, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, დაზარალებულის და სხვა მოწმეთა ჩვენებები, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და სასამართლოში გამოკვლეული სხვა მტკიცებულებები, რომელთა შეფასების შედეგადაც გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის გამამართლებელი განაჩენი, ს.გ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)