|
2026-10-30 19:40:28, 480 ნახვა
პოლიტიკა
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
ცურტაველი მიტროპოლიტი მეუფე ვახტანგი ამბობს, რომ სამორინეებთან და აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული კანონი პარლამენტმა ხელახლა უნდა განიხილოს და "დააიგნოროს". "ქვეყნის უბედურებაა, რომ სხვის უბედურებაზე ვიღაცები მდიდრდებიან. საშინელება ხდება, ზოგი თვითმკვლელობითაც კი ამთავრებს, როცა ყველაფერს აგებს. ეს არის ეშმაკის ბორბალი. რომელი ისეთი ქვეყანა ჩვენ ვართ, რომ დავუშვათ, კაზინოებით გაივსოს. გავოცდი, როცა გავიგე, რომ კაზინოების ბრუნვა 88 მილიარდი ლარია. ეს ქვეყნის უბედურებაა და როგორმე უნდა მოხდეს, რომ გადაიფიქრონ, ეს საკითხი პარლამენტში ხელახლა გავიდეს და იგნორირება გაუკეთონ". - თქვა მეუფე ვახტანგმა TV პირველთან სატელეფონო საუბარში. ცნობისთვის, ივანიშვილის პარლამენტმა 28 ოქტომბერს, მესამე მოსმენით დაამტკიცა "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების პაკეტი, რომლის თანახმად, სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა ექნებათ. პროექტში განსაზღვრულია, რას გულისხმობს საერთაშორისო აზარტული ტურნირი.
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)