|
2026-10-30 20:23:07, 491 ნახვა
ეკონომიკა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
1-ელი ნოემბრიდან „მაზდა ცენტრი თეგეტას“ მომხმარებლებს განსაკუთრებული შესაძლებლობა ეძლევათ. „შავი პარასკევის“ ფარგლებში, იაპონური ბრენდის ორ ყველაზე პოპულარულ SUV მოდელზე, Mazda CX-5 2.5-სა და Mazda CX-60 2.5-ზე, ექსკლუზიური ფასები იმოქმედებს, რაც 20%-მდე ფასდაკლებას გულისხმობს. შეთავაზება მთელი ნოემბრის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი. ხარისხითა და გამძლეობით ცნობილი „მაზდას“ ავტომობილები ქართულ ბაზარზე თავისი კონკურენტული ფასით ისედაც გამორჩეულია. ნოემბრის შეთავაზება კი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ბრენდის ფლაგმანი მოდელები კიდევ უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოს. სააქციო პირობები ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს.
მაკა სახვაძე, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ აღმასრულებელი დირექტორი: „სააქციოდ Mazda CX-5 და Mazda CX-60 შემთხვევით არ შეგვირჩევია. მაღალი გამავლობის, სრულამძრავიანი (AWD) SUV მოდელები უმაღლესი კომპლექტაციით, კომფორტითა და საიმედოობით გამოირჩევა. ეს კი, თავის მხრივ, ავტომობილის მართვის განსაკუთრებულ გამოცდილებას ნიშნავს, რაც ჩვენმა მომხმარებელმა უკვე კარგად იცის. შესაბამისად, მოთხოვნა „მაზდას“ ამ მოდელებზე სულ უფრო იზრდება. ამიტომაც გადავწყვიტეთ, „შავი პარასკევის“ შეთავაზება სწორედ მათზე გაგვევრცელებინა. გასათვალისწინებელია, რომ Mazda CX-5 ბოლო წარმოებიდან გახლავთ და მხოლოდ რამდენიმე ერთეულია დარჩენილი. შესაბამისად, დაინტერესებული მომხმარებლებისთვის კარგი შესაძლებლობაა, სრულად აღჭურვილი CX-5 High Plus, 85 600 ლარის ნაცვლად, 69 500 ლარად შეიძინონ. რაც შეეხება Mazda CX-60-ს, ამ ეტაპზე, სხვადასხვა ფერში კვლავ ხელმისაწვდომია. ფასი კი, აქციის ფარგლებში, 90 500-დან 74 500 ლარამდე შემცირდა, რაც მის ხელმისაწვდომობას ზრდის“. Mazda CX-5 High Plus უნივერსალური ავტომობილია, რომელიც თანაბრად ერგება განსხვავებული ასაკისა და ცხოვრების სტილის მქონე ადამიანებს. აღჭურვილია 360-გრადუსიანი კამერით, სავარძლების გათბობა-გაგრილებითა და თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით. იაპონური წარმოების ეს პოპულარული მანქანა იდეალურია როგორც ქალაქში გადაადგილების, ისე ხანგრძლივი მოგზაურობისთვის. ბრენდის პრემიალური ხაზიდან არის Mazda CX-60. მისი შთამბეჭდავი ექსტერიერი, ფართო და კომფორტული სალონი, ხარისხიანი მასალები და თანამედროვე ტექნოლოგიები ავტომობილის მართვას განსაკუთრებულ გამოცდილებად აქცევს. CX-60 შექმნილია მათთვის, ვინც აფასებენ როგორც დინამიკურ მართვასა და სპორტულ ვიზუალს, ისე სივრცეს, კომფორტსა და პრემიუმ კლასისთვის დამახასიათებელ დეტალებს.
„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი „მაზდა ცენტრი თეგეტა“ საქართველოში ბრედის ექსკლუზიური წარმომადგენელია, რაც იმას ნიშნავს, რომ იაპონიაში წარმოებულ ამ ავტომობილებზე ოფიციალური ქარხნული ხუთწლიანი გარანტია ვრცელდება. ეს კი მფლობელებისთვის დამატებითი სიმშვიდისა და საიმედოობის გარანტიაა.
ამასთანავე, მომხმარებლებს ლიზინგის მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ. მოქმედებს Trade-in სისტემაც, რაც ნებისმიერი ბრენდის ძველი ავტომობილის ჩაბარებას, სხვაობის დაფარვასა და ახალი „მაზდას“ მარტივად შეძენას გულისხმობს. სააქციო მოდელებთან ერთად, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ შოურუმში მალე ხელმისაწვდომი იქნება სრულად განახლებული Mazda CX-5 (2.5-ლიტრიანი მსუბუქი ჰიბრიდული ძრავით). უკვე გაწერილია მომავალი წლის გეგმებიც.
„2027 წლის მეორე ნახევრიდან მომხმარებელს პრემიუმ სეგმენტის შთამბეჭდავ სიახლეს, ყველაზე დიდი ზომის, 7-ადგილიან, SUV-ს, Mazda CX-90-ის ჰიბრიდულ ვერსიას წარვუდგენთ. დარწმუნებულები ვართ, ეს მოდელი განსაკუთრებულ ინტერესს გამოიწვევს იმ ადამიანებში, რომლებიც ეძებენ პრემიუმ კლასის ავტომობილს საწვავის ეკონომიური მოხმარებით, ტევადობითა და უმაღლესი დონის კომფორტით“, - აღნიშნავს მაკა სახვაძე. იაპონური წარმოების ავტომობილების სრული ხაზის ტესტდრაივი „მაზდა ცენტრი თეგეტას“ შოურუმშია შესაძლებელი. აღმაშენებლის ხეივნის №152-ში ელოდებიან როგორც „შავი პარასკევის“ შეთავაზებით დაინტერესებულ მომხმარებლებს, ისე ყველა იმ ადამიანს, რომლებსაც „მაზდას“ მოდელების პირადად გამოცდა სურთ. -- „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. „მაზდა ცენტრი თეგეტა“ იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს.
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)