|
2020-03-15 12:20:08, 2008 ნახვა
სამართალი
შსს-ს ერთიანი მომსახურების ცენტრი უკონტაქტო სერვისების მიწოდებაზე გადავიდა
ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის თანახმად ერთიანი მომსახურების ცენტრი გადადის მოქალაქეთა დისტანციურ მომსახურებაზე. 16 მარტიდან ერთიანი მომსახურების ცენტრებში (თბილისი, რუსთავი) არსებული 50-მდე სერვისით სარგებლობას მოქალაქეები შეძლებენ სატელეფონო ცენტრთან 241 42 42 დაკავშირებით და ასევე ელექტრონული ვებ გვერდის police.ge მეშვეობით. საპატრულო პოლიციის ჯარიმებთან დაკავშირებული დისტანციური სერვისები: • ჯარიმებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გადამოწმება-მიღება • ადმინისტრაციული ჯარიმების გასაჩივრება • ქვითრის გადაუხდელობის გამო მართვის უფლების შეჩერების ჯარიმით შეცვლა • ალკოჰოლური სიმთვრალის საფუძველზე მართვის უფლების შეჩერების ჯარიმით შეცვლა • ჯარიმაზე ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება • გადახდილი ჯარიმის სტატუსის შეცვლა • ბაზაში კორექტირების შეტანა (ქვითრის დინების ვადის შეჩერება და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო წარმოების შეწყვეტა) • ცნობების მიღება • მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმება საპატრულო პოლიციის ნებართვებთან დაკავშირებული დისტანციური სერვისები: • არა გაბარიტული/ზენორმატიული სატრანსპორტო საშუალების მოძრაობაზე ნებართვის მიღება • გზებზე სამუშაოს წარმოებაზე ნებართვის მიღება • სპეცტექნიკის განთავსებაზე ნებართვის მიღება • გათხრით სამუშაოებზე ნებართვის მიღება • სამშენებლო დამცავი ღობის მოწყობაზე ნებართვის მიღება • სპეციალური სიგნალების დაყენება/გამოყენებაზე ნებართვის მიღება • სადაზღვევო კომპანიებზე საქმისწარმოების მასალის მიღება • რეაგირების ოქმის მიღება • საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის საქმისწარმოების მასალის მიღება • ვიდეო ჩანაწერის მიღება • საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ჯარიმების სტატუსის შესამოწმებლად და ჯარიმის გადასახდელად შეგიძლიათ ეწვიოთ police.ge -ს. საკონტაქტო ინფორმაცია: 2414242
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)