11:55 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-06 17:57:01, 1684 ნახვა

კომენტარი
ოხანაშვილი - რეიტინგში საუკეთესო მაჩვენებლი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ირაკლი შოთაძემ დააფიქსირა

„რეიტინგში საუკეთესო მაჩვენებლი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, დააფიქსირა ბატონმა ირაკლი შოთაძემ“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ახალი გენერალური პროკურორის ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი.

„კენჭისყრის პროცედურის შედეგად ოთხი კანდიდატია გამოვლენილი. რეიტინგში საუკეთესო მაჩვენებლი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, დააფიქსირა ბატონმა ირაკლი შოთაძემ . მე შემიძლია გითხრათ ის, რომ ირაკლი სოტაძეს დავუჭირე მხარი. გარდა ამისა კიდევ რამდენიმე კანდიდატს დავუჭირე მხარი. მატ შორის ერთ ქალს, რომელიც წარდგა საპროკურორო საბჭოს წინაშე გასაუბრებაზე. ასე, რომ გენდერული ბალანსი დავიცავი. ჩემი მხარდაჭერა ოფიციალური დოკუმენტში ასახულია. ხვალ ამ ოტხ კანდიდატს შორის ჩატარდება ფარული კენჭისყრა და გამოვლენილი იქნება ის საუკეთესო კანდიდატი, რომელიც წარედგინება საქართველოს პარლამენტს შესაბამისი დასაბუთებით“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, საპროკურორო საბჭომ, კენჭისყრის შედეგად საქართველოს გენერალური პროკურორობის ოთხი კანდიდატი შეარჩია. კენჭისყრისას ირაკლი შოთაძემ 10 ხმა მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო ვენესუელაში დაბრუნდა
ვორონეჟში, დრონების თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 17 დაშავდა
ქართველი ებრაელი ქალი 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე ტერორისტების ისტორიულ სასამართლო პროცესებს უხელმძღვანელებს
ნობელის პრემიის მიღების გადაწყვეტილების გამო, ტრამპმა ნორვეგიას „ტუალეტის ქვეყანა“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics