03:20 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-06 14:09:03, 1186 ნახვა

კომენტარი
გიორგი ვაშაძე ოდირის დასკვნაზე: „ოცნების“ ლიდერებისთვის ორჯერ ორი სხვა ნებისმიერი ციფრია, გარდა ოთხისა

„ქართულ ოცნების“ ლიდერებს რომ ვკითხოთ, ორჯერ ორი ან ხუთი იქნება, ან სამი, ან სხვა ნებისმიერი ციფრი, გარდა ოთხისა“, - ასე გამოეხმაურა „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის შეფასებებს.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ოპოზიცია მზადაა, ოდირის ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინოს.

„მათემატიკაში ორჯერ ორი ოთხია, მაგრამ „ქართულ ოცნების“ ლიდერებს რომ ვკითხოთ, ან ხუთი იქნება, ან სამი, ან სხვა ნებისმიერი ციფრი გარდა ოთხისა. ექვსი რეკომენდაცია, რომელიც გასცა ეუთო/ოდირმა, არცერთი არ შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს. ოპოზიცია მზად ვართ ექვსივე რეკომენდაცია გავითვალისწინოთ პროექტში, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ. საკითხი მარტივია, უნდათ მათ ამ კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლა თუ არა. მათ არაადეკვატურ განცხადებებს ვერავინ ვერ აიტანს, ვერც საქართველოსი და ვერც მსოფლიოში“, - განაცხადა „TV პირველთან“ საუბრისას გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს ბრიფინგი გამართა. როგორც მან აღნიშნა, ოდირმა ოპოზიციას, როგორც „პატარა ბავშვებს“ მიანიშნა, რომ ე.წ. გერმანული მოდელის კონსტიტუციურობას ვერ შეაფასებს. გარდა ამისა, კობახიძის თქმით, დასკვნაში ნათქვამია, რომ როგორც პროპორციული, ისე სრულად მაჟორიტარული და ასევე შერეული საარჩევნო სისტემები სამართლიანია. აქედან გამომდინარე, მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ოპოზიციას მოუწოდა, დათანხმდნენ შეთავაზებას 100/50-თან [100 პროპორციული/50 მაჟორიტარული მანდატი] დაკავშირებით, რადგან მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნები დღეს არსებული სისტემით ჩატარდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics