09:20 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-30 18:29:49, 1606 ნახვა

საზოგადოება
დავითაშვილი: მნიშვნელოვნადაა გაზრდილი სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, 2019 წლის შედეგების შეჯამებისას ხაზი გაუსვა სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების მნიშვნელობას.

მისი თქმით, 2019 წელს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 30 400 სახელმწიფო კონტროლი განახორციელა და ლაბორატორიული კვლევისთვის აიღო სურსათის/სასმელი წყლის       5 158 ნიმუში/სინჯი.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს გააქტიურებული საქმიანობის შედეგად,  ბაზარზე ვითარება გაჯანსაღდა, დაინერგა სურსათის უვნებლობის თანამედროვე სტანდარტები, გაიზარდა ბიზნესსექტორთან კომუნიკაცია და მათი ინფორმირებულობა, ამოქმედდა არაერთი რეგულაცია; შესაბამისად, ქართული კანონმდებლობა კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროსტანდარტებს, რაც დადებითად  აისახება როგორც მომხმარებელზე, ასევე კონკურენტუნარიანი ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებაზე.

2019 წელს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 30 400 სახელმწიფო კონტროლი განახორციელა; ლაბორატორიული კვლევისთვის აიღო სურსათის/სასმელი წყლის       5 158 ნიმუში/სინჯი. გამოვლინდა  4 675 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელსაც სააგენტოს მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაგირება და გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, მათ შორის, მავნედ მიჩნეული სურსათის ბაზრიდან ამოღება-განადგურება, საწარმოო პროცესის შეჩერება და სხვ.

სააგენტო, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში მუდმივად ამოწმებს სურსათის მწარმოებელ-რეალიზატორ-დისტრიბუტორ ბიზნესოპერატორებს, მათ შორის, საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, აგრარულ ბაზრებს, საბავშვო ბაღებისა და სკოლის კვების ბლოკებს, მარკეტებს და ა.შ; სურსათის უვნებლობის პარამეტრების დადგენის მიზნით, იღებს სურსათისა და სასმელი წყლის ნიმუშებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics