06:04 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-21 11:43:13, 1020 ნახვა

საზოგადოება
ხმაური პარლამენტთან - მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები საკანონდებლო ორგანოში შესვლას ითხოვენ

სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები საკანონმდებლო ორგანოში შესვლას და   იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან კითხვების დასმას ითხოვენ.

„შეცვალეს“ წევრები ამბობენ, რომ მათთვის პარლამენტში შესაშვები საჭირო საშვები დაშვებულია, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში შესვლის უფლებას არ აძლევენ.

„როგორც წესი, ასე ხდება ხოლმე როდესაც მოვდივართ და კითხვებიას დასმა გვსურს, გადაკეტავენ კარებს, დააყენებენ სამართალდამცველებს და გვეუბნებიან, რომ გაარკვევენ ჩვენი შეშვების საკითხს. ეს გარკვევის საკითხი როგორც წესი მთელი დღის განმავლობაში  გრძელდება. ახლაც ასე ხდება, ჩვენზე დაშვებულია საშვები, მაგრამ არ გვიშვებენ შენობაში. თეა წულუკიანთან ძალიან მარტივი კითხვის დასასმელად მოვედით. პირველი ის არის, რატომ თანამშრომლობს კრიმინალებთან ეს ადამიანი, რისიც უამრავი ფაქტი არსებობს. რატომ ლობირებს ის შოთაძეს და ასევე მაჟორიტარულ სისტემას“, - განაცხადა დიმიტრი ბიძინაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ფარგლებში, სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიასა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მოუსმენენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics