06:04 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-21 10:30:26, 814 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერი გლდანში მიმდინარე გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო

გლდანის რაიონში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე გზის კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.

მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო.

„გლდანელებს დავპირდით, რომ ვეკუას და ხიზანიშვილის ქუჩები ახალ წლამდე, ქვედა ფენებში მოეწყობოდა და ჩვენი პირობა შევასრულეთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროექტი დამთავრებულია და სამუშაოები ბოლომდეა შესრულებული. კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი: ტროტუარების მოწყობა, ასფალტის მეორე ფენის დაგება, ვეკუას და ხიზანიშვილის შემაერთებელი გზაც მოწყობილია ქვედა ფენებში, ზემოთ ხოჭოს ქუჩა ფაქტობრივად დასრულებულია. ახლა ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. ესაა ახმეტელის მეტროსთან მიწისქვეშა გადასასვლელი, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. რადგან ამდენი თანხა იხარჯება და ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რეაბილიტირდეს მიწისქვეშა გადასასვლელი, რომელშიც წვიმის დროს წყალი ჩამოდის და სერიოზულ პრობლემას ქმნის როგორც ქვეითად მოსიარულეებისთვის, ისე იმ სავაჭრო ფართებისთვის, რომელიც აქაა განთავსებული. ერთი თვის განმავლობაში ეს მონაკვეთი იქნება გადაკეტილი და მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას შეფერხებისთვის, თუმცა ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ინფრასტრუქტურა იყოს გამართული. ძალიან სწრაფად დავამთავრებთ ამ პროექტს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამ დროისათვის დასრულებულია ასფალტობეტონის საფარის ქვედა ფენის დაგება, რაც აღნიშნულ ქუჩებზე საავტომობილო ნაკადების შეუფერხებლად გადაადგილების შესაძლებლობას იძლევა; ასფალტის საფარის ზედა ფენა უკვე დაგებულია 14 000 კვ. მ  ფართობზე; უკვე დაწყებულია სამუშაოები მიწისქვეშა გადასასვლელის ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოებზე, ასევე, მიწის ქვეშ ექცევა საჰაერო კომუნიკაციები, აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ტროტუარები მოეწყობა; სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის დაგების შემდეგ რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და მოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობისთვის განკუთვნილი სპეციალური ზოლი, გარდა ამისა, დამონტაჟდება სახანძრო ჰიდრანტები.

ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების ჯამური სიგრძე დაახლოებით, რვა კილომეტრს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 12 955 554 ლარი დაიხარჯება.

სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ენ სი სი“ აწარმოებს. სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება.

ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურისა და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics