05:21 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-20 12:58:46, 1219 ნახვა

საზოგადოება
„ანას ბაღის“ მიმდებარედ აქცია გრძელდება - სამშენებლო კომპანიის თანამშრომლები ადგილობრივებს დაუპირისპირდნენ

ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გრძელდება. მოსახლეობა კვლავ განაგრძობს პროტესტს და ითხოვს, რომ შეწყდეს აღნიშნულ ადგილზე კორპუსის მშენებლობა.

სამშენებლო კომპანია „გისსონის“ წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი.

როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებს, კომპანიის თანამშრომლები თავს დაესხნენ აქციის მონაწილეებს და დაარბიეს მათი კარვები, რომლებიც „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ გაშალეს.

„გუშინ გავხსენით კარავი, რომელიც დაგვირბიეს. ჩვენი მეზობლები წიხლ ქვეშ გაიგდეს, რომლებიც ახლა საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. არის ფიზიკური დაზიანებები და საპატრულო პოლიციას არავინ არ ჰყავს დაკავებული.

საპატრულო პოლიციის უმოქმედობაზე აუცილებლად შევა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში განცხადება. ყოველდღიურად გვარბევენ, მიმდინარეობს ჩვენზე ყოველდღიური ძალადობა და მწვანე შუქი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს ხელისუფლებამ აუნთო“ , - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე კვირაა ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობა არსებული ბაღის ნაცვლად, 10 სართულიანი კორპუსის აშენებას აპროტესტებს. მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ ადგილზე დარჩეს გამწვანება, თუმცა აღნიშნულ ტერიტორიაზე კომპანია „გისსონმა“ უკვე დაიწყო სამშენებლო სამუშაოები.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics