05:21 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-16 12:34:41, 2092 ნახვა

საზოგადოება
NDI - ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 20% ხმას „ქართულ ოცნებას“, ხოლო 13% „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემდა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 14% ხმას არც ერთ პარტიას არ მისცემდა.

რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, გამოკითხულთა 20% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 13%, გამოკითხული მოსახლეობის 12% ამბობს, რომ  არ იცის ვის მისცემდა ხმას, „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ – 8% მისცემდა ხმას, „ლეიბორისტულ პარტიას“ – 5%, „პატრიოტთა ალიანსს“ – 4%, პოლიტიკურ პლატფორმა „ახალ საქართველოს“ – 3%, „დემოკრატიულ მოძრაობა - ერთიან საქართველოს“ – 3%, „გირჩს“ – 2%, ხოლო გამოკითხულთა 2% ხმას სხვა პარტიას მისცემდა.

გამოკითხულთა 14%-მა კითხვაზე ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას პასუხი არ გასცა.

აღნიშნული კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 65% ამბობს, რომ მონაწილეობას მიიღებდა, ხოლო 35% მონაწილეობას არ მიიღებდა.

ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 39%-მა იცის ვის მისცემდა ხმას, 56%-ს ჯერ არ გადაუწყვეტია, ხოლო 3%-მა არ იცის ხმას ვის მისცემდა.

კვლევა, 2019 წლის 19 ნოემბერისა და 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,180 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics