|
2020-01-16 11:44:56, 1773 ნახვა
საზოგადოება
NDI - გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე დადებითად იუსტიციის, ხოლო უარყოფითად - ფინანსთა სამინისტროს საქმიანობას აფასებს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე დადებითად იუსტიციის სამინისტროს, ხოლო უარყოფითად - ფინანსთა სამინისტროს საქმიანობას აფასებს. კერძოდ, გამოკითხულთა 4% იუსტიციის სამინისტროს საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს, 28% - კარგად, საშუალოდ - 33%, ცუდად - 19%, ძალიან ცუდად - 8%, ხოლო გამოკითხულთა 8%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის. ამავე კვლევის თანახმად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გამოკითხულთა 2% ძალიან კარგად აფასებს, 21% - კარგად, 32% - საშუალოდ, 21% - ცუდად, 9% - ძალიან ცუდად, ხოლო 15%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის. გამოკითხულთა 3% თავდაცვის სამინისტროს ძალიან კარგად აფასებს, 20% - კარგად, 37% - საშუალოდ, 22% - ცუდად, 6% - ძალიან ცუდად, ხოლო 12%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის. შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს გამოკითხულთა 2%, კარგად - 17%, საშუალოდ - 33%, ცუდად - 22%, ძალიან ცუდად - 8%, ხოლო 18%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის. გამოკითხულთა 1% ძალიან კარგად აფასებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობას, 14% აფასებს კარგად, 34% - საშუალოდ, 26% - ცუდად, 8% - ძალიან ცუდად, ხოლო 17%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის. საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობას გამოკითხულთა 2% ძალიან კარგად აფასებს, 13% - კარგად, 36% - საშუალოდ, 20% - ცუდად, 7% - ძალიან ცუდად, ხოლო 21%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქმიანობას, გამოკითხულთა 1% აფასებს ძალიან კარგად, 14% - კარგად, 32% - საშუალოდ, 23 % - ცუდად, 8% - ძალიან ცუდად, ხოლო 32%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოც. დაცვის სამინისტროს საქმიანობას, გამოკითხულთა 1% აფასებს ძალიან კარგად, 13% - კარგად, 28% - საშუალოდ, 24% - ცუდად, 11% - ძალიან ცუდად, ხოლო 23%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობას გამოკითხულთა 1% აფასებს ძალიან კარგად, 11% - კარგად, 30% - საშუალოდ, 20% - ცუდად, 7% - ძალიან ცუდად, ხოლო 30%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქმიანობას, გამოკითხულთა 1% აფასებს ძალიან კარგად, 9% - კარგად, 30% - საშუალოდ, 32% - ცუდად, 10% - ძალიან ცუდად, ხოლო 18%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის. ფინანსთა სამინისტროს საქმიანობას გამოკითხულთა 1% აფასებს ძალიან კარგად, 7% - კარგად, 29% - საშუალოდ, 29% - ცუდად, 9% - ძალიან ცუდად, ხოლო 24%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის. კვლევა, 2019 წლის 19 ნოემბერისა და 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,180 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)